უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

27 სექტემბერი, 2017 13:45
font-size

უკრაინაში სამხედრო საწყობში საბრძოლო მასალის აფეთქებას დივერსიის მუხლით იძიებენ

უკრაინის სამხედრო პროკურატურამ დასახლებულ პუნქტ კალინოვკაში მდებარე სამხედრო საწყობში საბრძოლო მასალის აფეთქების საქმეს დივერსიით მუხლით იძიებს. ამის შესახებ Українські Новини იუწყება უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის, ელენა გიტლიანსკაიაზე დაყრდნობით.

საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 113 მუხლით.

ხანძარი გუშინ, კიევის დროით საღამოს 9 საათზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ვინიცის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის ოლქების სამართალდამცველები.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სამხედრო საწყობში 188 ათასი ტონა საბრძოლო მასალა ინახება. არსენალი 60 ჰექტარ ფართობზეა გაშლილი. საბრძოლო იარაღს შორის არის რაკეტები „სმერჩი“, „ურაგანი“ და „გრადი“.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 691 ადამიანი და 149 ერთეული ტექნიკა.

ცნობილია, რომ 2 ადამიანი დაშავდა. როგორც ტელეკომპანია 112 Украина-ის ეთერში ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანდრეი გიჟკომ განაცხადა, მათ სერიოზული ტრავმები არ აღენიშნებათ.

კალინოვკისა და ვინიცის რაიონებიდან 30 000-მდე ადამიანი ევაკუირებული. ხალხს ანაწილებენ ვინიცის რაიონულ საავადმყოფოში და საოლქო სკოლებში.

მომხდარის გამო შეიცვალა 14 მატარებლის მარშრუტი, ასევე ევაკუირებულია 4 სარკინიგზო ხაზის თანამშრომლები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურმა 4 საცხოვრებელ სახლში ხანძრის ლიკვიდირება მოახერხა.

ანა მებურიშვილი

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი