უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2017 13:20
font-size

უკრაინაში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ქ. კიევში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავთან და უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელზეც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხეილ უკლებამ და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ცნობილმა ორკესტრმა „კიევ-კლასიკ“, სტუმრებისთვის ქართული და უცხოური კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, კიევში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მასმედიის, არასამთავრობო სექტორისა და უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მიღებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა მსოფლიოში ცნობილი სომელიე ჟერარ ბასე, რომელმაც მოაწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.

გარდა ამისა, კიევში, ქართულ რესტორანში, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელიც ასევე ჩაატარა ცნობილმა სომელიემ ჟერარ ბასემ. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ და კომპანიის "GWS" აღმასრულებელმა დირექტორმა. დეგუსტაციას ესწრებოდნენ მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მედია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, უკრაინის დედაქალაქში გაიმართა მე-8 ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღო კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრთან „იბერიელი“ არსებულმა ქართული ცეკვის ანსამბლმა. კონცერტი გახსნა თბილისიდან მოწვეულმა ქართულმა მუსიკალურმა კოლექტივმა "ირიაო".

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი