უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ივლისი, 2017 14:20
font-size

უკრაინელებს აქვს ქართველი ხალხის იმედი, როგორც ქართველებს-უკრაინელების - პეტრო პოროშენკო

„ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, გვიკარნახოს ჩვენი მომავალი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პოროშენკოს განცხადებით, ქართველ ხალხს ისევე უნდა გქონდეთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი, როგორ უკრაინელებს - ქართველების.

„საქართველოსა და უკრაინას ერთნაირი საფრთხეები ემუქრება და ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, გვიკარნახოს ჩვენი მომავალი. უკრაინელ ხალხს სირთულეების დროს იმედი აქვს ქართველი მოძმე ხალხის, ისევე როგორც ქართველ ხალხს შეუძლია, ჰქონდეს უკრაინელი ხალხის იმედი. ასე იყო 2008 წელს, 2014 წელს და ახლაც ასეა. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს პერსონალური პასუხისმგებლობა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობას. ჩემი მეუღლის ბაბუა ჰოლოდომორის დროს თბილისში გაიქცა და შიმშილით სიკვდილს გადაურჩა. ჩემი მეუღლის ბებია კი სტალინგრადიდან თბილისში გადავიდა. ვაპირებ, ვნახო ის ოჯახი თბილისში, ვინც ჩემი მეუღლის ბებია შეიფარა და გადაარჩინა. ასეთი მაგალითები გვაძლევს სტიმულს და რჩება თაობებში, აყალიბებს მტკიცე საფუძველს ჩვენი ნდობისა და ჩვენი მეგობრობის. სწორედ ეს მაგალითები აყალიბებს ჩვენს ურთიერთობებს და ქმნის ისტორიას“, - განაცხადა პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკომ ასევე ისაუბრა იმ ქართველი მეომრებზე, რომლებიც 2014 წელს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ჩავიდნენ უკრაინაში.

„უკრაინელები ქართველი მოძმე ბიჭების საპატივცემულოდ თავს ხრიან, რომლებიც 2014 წელს უკრაინაში ჩამოვიდნენ და ჩვენს ქვეყანას იცავდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველოს იცავდნენ. ამ დონის ურთიერთობისთვის მადლობას გიხდით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მისი ვიზიტი დაემთხვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-წლისთავს.

„უღრმესი მადლობა მინდა მოგიხადოთ იმ უნიკალური ატმოსფეროსთვის, რომელსაც ჩვენმა დელეგაციამ პირველივე ნაბიჯებიდან იგრძნო. ჩვენ მეგობრებს შორის ვართ. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ვართ. თქვენ მათ შორის ხართ, ვისაც უკრაინა ძალიან ენდობა. სასიამოვნოა, რომ თბილისში მაშინ ვიმყოფები, როცა ჩვენი სახელმწიფოები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ოთხ დღეში აღნიშნავენ. აღდგენის, რადგან ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები 1918 წლის 4 ივლისს დავამყარეთ. ჩვენი მტკიცე დიპლომატიური ურთიერთობების ქვეყნებს შორის ახლა 90 წელია“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

შეგახსენებთ, პრესკონფერენციის დაწყებამდე საქართველოსა დ აუკრაინის პირველმა პირებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში შესაბამისი სამუშაო საბჭო ჩამოყალიბდება.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ის საქართველოში საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით იმყოფება.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი