უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

7 ნოემბერი, 2019 16:15
font-size

უკრაინის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა ფილიპ მორისის, ბრიტიშ ამერიკან თამბაქოს და ჯეი თი აის წარმომადგენლობები 262 მილიონი დოლარით დააჯარიმა

უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა 6.5 მლრდ გრივნათი დააჯარიმა თამბაქოს მსხვილი მწარმოებლები და სიგარეტის დისტრიბუტორები.

ჯარიმა დაკისრებული იქნა მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების შეთანხმებული ანტიკონკურენტული მოქმედებების გამო.

უამკ-ის პრესსამსახური იუწყება, რომ 10 ოქტომბერს ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 6.5 მილიარდი გრივნათი დაეჯარიმებინა რიგი თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები და დისტრიბუტორ-მონოპოლისტი „ტედის უკრაინა“ .

ჯარიმა დაეკისრა შემდეგ კომპანიებს:

„ტედის უკრაინა“ – 3,4 მლრდ გრივნა;
„ფილიპ მორის სეილზ ანდ დისტრიბიუშენ“ - 366 მლნ გრივნა;
„ფილიპ მორის უკრაინა“ – 814 მლნ გრივნა;
„ჯეი თი ინტერნეშენალ უკრაინა“ – 434 მლნ გრივნა;
„ჯეი თი ინტერნეშენალ კომპანი უკრაინა“ – 488 მლნ. გრივნა;
„იმპერიალ ტობაკკო პროდაკშნ უკრაინა“ – 167 მლნ გრივნა;
„იმპერიალ ტობაკო იუკრეინ“ – 292 მლნ გრივნა;
„ბრიტიშ ამერიკან ტობაკკო სეილზ ენდ მარკეტინგ უკრაინა“ – 80 მლნ გრივნა;
„ თუთუნის კომპანია ა.ტ.“ - პრილუკი - 448 მლნ. გრივნა;

„აღნიშნული კომპანიების ქმედებები ურთიერთშეთანხმებული იყო, ხოლო ერთი და ყველასთვის საერთო დისტრიბუტორთან თანამშრომლობის შედეგი კი გახდა ხელოვნური ბარიერების შექმნა და მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უშლიდნენ ბაზარზე სხვა მეწარმე სუბიექტების გამოსვლას. პრაქტიკულად, დამრღვევებმა „ტედისი“-ს გარდა სხვა დისტრიბუტერობეს ხელშეკრულებების დადებისათვის ისეთი წინაპირობები წაუყენეს, რომლებმაც უბრალოდ შეუძლებელი გახადა მათი გამოჩენა ბაზარზე“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ამგვარი ქმედებების შედეგები უამკ-მა ასახა სქემაზე:

უამკ-ში აღნიშნავენ, რომ 2012-2015 წლებში სწორედ „ტედის უკრაინა“ არამხოლოდ არ შეესაბამებოდა მითითებულ კრიტერიუმებს, არამედ ასევე არ ასრულებდა სრული მოცულიბოთ მის ძირითად სადისტრიბუციო ფუნქციებს ( 58 % მდე მოცულობის სიგარეტის გაყიდვა ხდებოდა თვითგატანით ან საცალოდ, ანუ მყიდველისთვის ყოველგვარი მიტანის გარეშე). თუმცა, მწარმოებლები ამაზე არანაირ რეაგირებას არ ახდენდნენ.

ცნობისთვის, დაჯარიმებული კომპანიები აკონტროლებენ სიგარეტის ბაზრის 90 %-ს ქვეყანაში.

2017 წლის დეკემბერში უამკ-მა კომპანია „ტედის უკრაინა“ მონოპოლისტად გამოაცხადა და 430 მლნ გრივნათი დააჯარიმა.

კომპანიები არ ეთანხმებიან ბრალდებებს და აპირებენ ჯარიმის გასაჩივრებას.

„ტედის უკრაინა“ უარყოფს ანტიმონოპოლიური კომიტეტის მხრიდან ბრალდებებს ეკონომიკური კონკურენციის დაცვის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში, რომელიც გამოიხატა ანტიკონკურენტულ ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებებში“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიაში მიუთითებენ, რომ ანტიმონოპოლიური კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, მოგონილი საფუძვლებით და შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე. „ტედის უკრაინა“ არ ეთანხმება უამკ-ს გადაწყვეტილებას და აპირებს მისი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასაჩივრებას“- აცხადებენ კომპანიაში.

ასევე არ ეთანხმებიან კომიტეტის გადაწყვეტილებას კომპანია „ფილიპ მორის უკრაინა“-ში და ჯარიმას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ საკუთარ სიმართლეში და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს და საქმიან რეპუტაციას იმ კანონიერი საშუალებებით, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობა გვაძლევს“, - განაცხადა კომპანია „ფილიპ მორის უკრაინა“-ს გარე კომუნიკაციების დირექტორმა.

„ბრიტიშ ამერიკან ტობაკო უკრაინა“-ში განაცხადეს, რომ იმედგაცრუებულები არიან გადაწყვეტილებით, რომელიც უამკ-მა მიიღო. „ ბატ უკრაინა არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ არსებობს მისი გასაჩივრების სერიოზული საფუძვლები. ჩვენ განვიხილავთ გადაწყვეტილების დეტალებს და ვგეგმავთ მის გასაჩივრებას უკრაინის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში,“- განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა.

გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ასევე კომპანია JTI. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს უამკ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად JTI-ს ბრალი ედება უკრაინის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში. ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ვაპირებთ მისი სასამართლო წესით გასაჩივრებას,“- განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში და დააზუსტეს, რომ ამ მომენტში ელოდებიან გადაწყვეტილების ტექსტს და ჯერ მზად არ არიან უფრო დეტალური კომენტარებისთვის.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი