უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 ნოემბერი, 2016 17:55
font-size

უკრაინის დაზვერვა: 15 ნოემბრიდან რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციას გეგმავს

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 15 ნოემბრიდან ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციას გეგმავს.

ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული სახელმწფოებრიობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვნელმა ანატოლი დუბლიკმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურსა და დაზვერვას ოპერატიული ინფორმაცია აქვთ, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი 15 ნოემბრიდან დესტაბილიზაციას გეგმავს.

მისი თქმით, ოქტომბერში ვლადიმირ პუტინის მრჩევლის, ვლადისლავ სურკოვის ელექტრონული ფოსტიდან ამოღებული ინფორმაცია ამგვარი გეგმის არსებობას მოწმობს.

დუბლიკმა აღნიშნა, რომ ამ გეგმის უშუალო რეალიზება და ხელმძღვანელობა სურკოვის პირველ მოადგილეს, ინალ არძინბას დაევლა,ხოლო უკრაინაში პოლიტიკურ მოძრაობასთან და ცალკეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონტაქტი, რომლებიც საპროტესტო აქციებში იქნება ჩართული, სომხეთის მოქალაქეს ვინმე მარტიროსიანს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში, უკრაინელი ჰაკერების ჯგუფმა განაცხადა, რომ ვლადისლავ სურკოვის ელექტრონული ფოსტა გატეხეს და იმ დოკუმენტების ასლები წარადგინეს, სადაც საუბარია უკრაინის დესტაბილიზიაციაზე, რომლის შედეგად ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

26 ოქტომბერს აღნიშნულ ინფორმაციას, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სურკოვი ელექტონული ფოსტით არ სარგებლობს, შესაბამისად, უკრაინელი ჰაკერები მას ვერ გატეხავდნენ.

ამასთან, 4 ნოემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელძღვანელმა, ვასილი გრიცაკმა წერილების არსებობა დაადასტურა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ქვეყნები უნდა იყვნენ მზად, რომ ვირუსი მათ კარზე დააკაკუნებს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

25 თებერვალი, 2020 , 17:34

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის პრესსპიკერმა - კრისტიან ლინდმეიერმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

25 თებერვალი, 2020 , 17:13

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ანალიზი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, ამის შესახებ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოზე ILNA დაყრდნობით "როიტერსი" წერს.  ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენ

არაბთა გაერთიანებულმა საამირომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა

25 თებერვალი, 2020 , 15:40

არაბთა გაერთიანებულმა საამირომ შეწყვიტა ყველა საჰაერო რეისი ირანში და ირანიდან, სადაც ახალი კორონავირუსის ეპიდემიას უკვე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია დაავადების ეპიცენტრის, ჩინეთის ფარგლებ

ლატვიაში საბჭოთა კავშირის ყოფილ პიონერები პენსიაზე დანამატის სახით 220 ევროს მიიღებენ

22 თებერვალი, 2020 , 17:45

ლატვიაში საბჭოთა კავშირის ყოფილი პიონერებები კომუნისტური პარტიის მსხვერპლად აღიარეს. აღნიშნულ პირები პენსიაზე დანამატის სახით 1 მარტიდან 56 ევროს, 1 მაისიდან 172, ხოლო 1 ივნისიდან  220 ევროს მიიღებენ. ლატვიის ხელისუ

რუსეთმა ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა

22 თებერვალი, 2020 , 17:40

“როსსელხოზნადზორმა“ ჩინეთიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა. ამის მიზეზი კორონა ვირუსი და აფრიკული ღორის ცხელების შესაძლო გავრცელების თავიდან არიდება გახდა. აკრძალვა ასევე ეხება ქარხნულად შეფუთულ

მივმართავ რუსეთს, თავი შორს დაიჭირეთ ამერიკის არჩევნებისგან - ბერნი სანდერსი

22 თებერვალი, 2020 , 12:45

ვერმონტის შტატის სენატორი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბერნი სანდერსი რუსეთს მიმართავს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისგან თავი შორს დაიჭირონ. ამის შესახებ მან კალიფორნიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`