უკან

მსოფლიო

26 ივლისი, 2017 18:10
font-size

უკრაინის გენპროკურატურას ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცეს

უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივნის, ლარისა სარგანის განცხადებით, გუშინ სასამართლომ გასცა ნებართვა გენპროკურატურას, დააკავოს კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი.

2017 წლის 14 ივლისს კიევის ექს-მერს შეატყობინეს, რომ ის ეჭვმიტანილია დანაშაულში. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რას გულისხმობს თანამდებობისა ან ძალაუფლებით ბოროტად გამოყენებას, თუკი მას მოჰყვა მძიმე შედეგები. ისჯება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ასევე დაახლოებით სამ წლამდე ვადით რაიმე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეჭვმიტანილი თავს არიდებს გამოძიებას და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, სასამართლოს გადაწყვეტილება მივიღეთ მისი დაკავების შესახებ“, - დაწერა სარგანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ლეონიდ ჩერნოვეცკის კიევის მერის თანამდებობა 2006-2012 წლებში ეკავა. პოსტის დატოვების შემდეგ ის ოჯახთან ერთად საქართველოში, კერძოდ, ქობულეთში გადავიდა საცხოვრებლად. აქ ჩერნოვეცკიმ საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ დააარსა. 2015 წლის დეკემბერში კიევის ყოფილმა მერმა საკუთარი პარტიის „ბედნიერი საქართველოსთვის“ შექმნის შესახებ განაცხადა. როგორც ჩერნოვეცკიმ პარტიის პრეზენტაციაზე თქვა, ის პარლამენტში შესვლას გეგმავდა. გამარჯვების შემთხვევაში ის პენსიების 400-500 ლარამდე გაზრდასა და „ტოტალური მოსმენების“ აღკვეთას პირდებოდა ამომრჩეველს. გარდა ამისა, მან დააწესა 150 000-ლარიანი ჯილდო საქართველოს მთავრობის მიერ ძებნილი მეგის ქარდავას დასაჭერად.

2016 წლის მაისში „ბედნიერი საქართველოსთვის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ქვრივიშვილმა „აჭარის ტელევიზიას“ განუცხადა, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკა დატოვა.

ანა მებურიშვილი

აშშ მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს - ეუთოში აშშ-ს ელჩი

6 სექტემბერი, 2019 , 15:40

ეუთოში მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენ

საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა, კელი დეგნანის კანდიდატურა დასახელდეს

4 სექტემბერი, 2019 , 11:10

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა, კელი დეგნანის კანდიდატურა დაასახელოს. ვებგვერდ publicpool.kinja.com ინფორმაციით, ამის შე

ელენე აგლაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

31 აგვისტო, 2019 , 10:30

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, პოლონეთის წარმომადგენლობის შემაჯამებელი ბრიფინგის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუ

ფლორიდის შტატს ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება - აშშ-ში საქართველოს საელჩო დიასპორას აფრთხილებს

30 აგვისტო, 2019 , 10:35

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ქარიშხალ „დორიანთან“ დაკავშირებით აფრთხილებს. საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს. „დიასპო

პუტინის დიდ შვიდიანში დაბრუნება დაუშვებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა -ამერიკელი სენატორები

29 აგვისტო, 2019 , 16:08

ამერიკელი სენატორები რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო წერილში, რომლითაც კანონმდებლებმა დონალდ ტრამპს მიმართეს. მათი თქმით, დიდი შვიდიანის დანიშნულება არის „დემოკრა

ვარშავაში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია ქართველ მეცნიერს მიენიჭა

26 აგვისტო, 2019 , 13:00

ვარშავის უნივერსიტეტში, წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ, ქართველ მეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს თამილა მგალობლიშვილს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს