უახლესი ამბები
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
მსოფლიო
უკრაინის ხელისუფლებას სურს, შექმნას პირობები ჩემი ქვეყნიდან გასაძევებლად - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლება მის გაძევებას გეგმავს. ასე გამოეხმაურა „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი უკრაინის იუსტიციის მინისტრის, პავლო პეტრენკოს პოსტს ტვიტერზე, რომელშიც უწყების ხელმძღვანელმა დაწერა, რომ ისინი განიხილავენ მოთხოვნას სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ.
სააკაშვილმა დაამატა, რომ დღეისთვის დანიშნულ სასამართლო პროცესზე ხელისუფლება შეეცდება, უარი უთხრას „დროებითი დაცვის“ სტატუსზე.
„მინისტრი პეტრენკო იტყუება, უკრაინის ხელისუფლებას არანაირი კანონიერი ინსტრუმენტი არ აქვს უკრაინის მუდმივი მცხოვრებლის ექსტრადირებისთვის, რასაც წარმოვადგენ უკრაინული და საერთაშორისო კანონმდებლობით. ნებისმიერი მოქმედება ექსტრადირების კუთხით ამ მინისტრსა და მის ხელმძღვანელს სისხლის სამართლის დამნაშავეებად აქცევს.
სამშაბათს, 26 დეკემბერს, 13:30-ზე სასამართლო მაქვს კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში, სადაც ხელისუფლებას სურს, უარი მითხრას „დროებითი დაცვის“ სტატუსზე და ამით შექმნას პირობები ჩემი ქვეყნიდან გასაძევებლად. მივდივარ სასამართლოში და ვეპატიჟები ყველას, ვისთვისაც სულერთი არაა სამართლიანობის საკითხი უკრაინაში“, - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

