სამართალი
უკრაინის კონსტიტუციით მათი მოქალაქის უცხო ქვეყანაში ექსტრადირება არ შეიძლება - ირაკლი შოთაძე
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება სამართლებრივად, უკრაინის კონსტიტუციაა. მათი მოქალაქის უცხო ქვეყანაში ექსტრადირება არ შეიძლება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ექსტრადაციის მოთხოვნით საქართველოს უკრაინას ორჯერ მიმართა, რაზეც უარი მიიღო.
„ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში, რაზეც უარი გვაქვს მიღებული, ეს მოთხოვნები გაგზავნილია, ჩვენ ვთანაშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში. დღესდღეობით სააკაშვილის ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება საქართველოში სამართლებრივად არის კონსტიტუცია. მათი მოქალაქის უცხო ქვეყანაში ექსტრადირება არ შეიძლება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ამ საკითხზე მიმართული გვაქვს უკრაინისთვის. მოთხოვნა გაგზავნილია. სამართლებრივი რეაგირება რაც უნდა მოგვეხდინა, მოვახდინეთ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ცნობისათვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიუღია და ამიტომ, ეს საკითხი არ განხილულა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

