უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

26 მაისი, 2022 17:01
font-size

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მსოფლიო პატრიარქსა და ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს მიმართავს რუსეთის პატრიარქი ტახტიდან გადააყენონ

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მსოფლიო პატრიარქს სთხოვს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს კირილეს ტახტი ჩამოართვან. მათი თქმით, კირილმა – ვლადიმერ გუნდიაევმა, აკურთხა რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ეპიფანემ, რომლის კანონიკურობა მსოფლიო პატრიარქმა აღიარა, კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომეს, ასევე ადგილობრივი ეკლესიის ლიდერებს მიმართავს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საპატრიარქო ტახტიდან გადააყენონ, - ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა.

„ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც შეფუთულია კირილ გუნდიაევის ფაშისტური, სულისდამღუპველი ქადაგებით. საბჭოში ამ იდეოლოგიის შესახებ ვიმსჯელეთ, რომელიც უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მიერ უკვე ვრცელდება როგორც ეთნოფილეტიზმის ერეტიკული სწავლება, ანუ ეკლესიის დაყოფა ეროვნული ნიშნით, რომელიც ყველაფერს აჭარბებს. „რუსული სულის“ გამო, კირილი მზად არის, განუდგეს სულიწმიდას და დაგმოს კიდეც ის, მადლის უარყოფით, პოლიტიკური მიზნებით, ევქარიუსტიული კავშირის გაწყვეტით. ჩვენ თავად ვგმობთ ამას და მივმართავთ მსოფლიო პატრიარქს, ასევე ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიებს და მათ მეთაურებს თხოვნით, დაგმონ კირილის სულიერი დანაშაულები და ჩამოართვან მას ტახტი. მოვუწოდებთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან უკრაინაში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, დიალოგისა და გაერთიანებისკენ. კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს, რამდენი ტაძარი დაინგრეს, რამდენი სიცრუე უნდა წარმოითქვას მათი „პატრონისა და მამის“ კირილის პირით, რათა გავიგოთ: მოსკოვი ბოროტი დედინაცვალია, ის მონათმფლობელია, სისხლიანი ქალბატონია, რომელიც სიამოვნებისთვის აწამებს ყმებს“, - განაცხადა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი