უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


მსოფლიო

14 სექტემბერი, 2017 16:00
font-size

უკრაინის საზღვრის გადაკვეთის საქმეზე 69 პირზეა შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პროტოკოლი

უკრაინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ შეგინში 10 სექტემბერს მომხდარ ინციდენტში მონაწილე 69 პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროტოკოლია შედგენილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. ინფორმაცია „ინტერფაქს-უკრაინას“ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანაშემწემ ოლეგ სლობოდიანმა მიაწოდა.

„დღეისთვის შედგენილია პროტოკოლი 69 პირზე. ეს ის ხალხია, ვინც იდენტიფიცირებულია“, -თქვა სლობოდიანმა.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტის 14 მონაწილე, ძირითადად მედიასაშუალებების წარმომადგენლები, გამოცხადნენ გამშვებ პუნქტში, სადაც ხელი მოაწერეს შესაბამის ოქმს.

შეგახსენებთ, 12 სექტემბერს ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა აღნიშნულ პროტოკოლს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. მისი საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება.

ანა მებურიშვილი

აშშ-ში ჩასვლის შეზღუდვა კიდევ სამ ქვეყანაზე გავრცელდება

25 სექტემბერი, 2017 , 12:35

აშშ-ში ჩასვლის შეზღუდვები ვენესუელის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩადის მოქალაქეებზე გავრცელდება. ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, გადაწყვეტილება იყო მიღებული აშშ-ის უსაფრთხოების დაცვის საბაბით. ბიბისი თეთრ სახლზ

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა გაიმარჯვა

25 სექტემბერი, 2017 , 11:50

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიამ გაიმარჯვა. როიტერსის ინფორმაციით, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ამომრჩეველთა ხმების 33% მიიღო, რაც 2013 წელთან შედარებით 8.5%-ით ჩამო

ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

23 სექტემბერი, 2017 , 15:55

ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა „ხორამშახრი“ წარმატებით გამოსცადა. PressTV-ს ინფორმციით, რაკეტის ფრენის სიშორე 2000 კილომეტრია. 22 სექტემბერს კი, ახალი რაკეთა თეირანის სამხედრო აღლუმზე იყო წარმოდგენილი. ირანი

ლვოვის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო

23 სექტემბერი, 2017 , 11:00

უკრაინის, ლვოვის ოლქის სასამართლომ, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხიელ სააკაშვილი საზღვრის უკანოანო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო. სააკაშვილს ჯარიმის სახით 3400 გრივნას (130 აშშ დოლარი) გადახდა დაესკისრა. თავად ყოფილი გ

კიმ ჩენ ინს წინ წარმოუდგენელი რამ ელოდება - დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი, 2017 , 17:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც კიმ ჩენ ინი მას „შეშლილი“ უწოდა და დაემუქრა, რომ გაეროში წარმოთქმული სიტყვა აშშ-ის პირველ პირს „ძვირად დაუჯდება&

ამერიკა უკრაინას ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის

22 სექტემბერი, 2017 , 14:45

უკრაინა ამერიკისგან ლეტალური ხასიათის იარაღს არ მიიღებს, საუბარია მხოლოდ თავდაცვით შეირაღებაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პორორშენკომ Fox Business-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მსოფლიოში არავისგ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე