მსოფლიო
უკრაინის უმაღლეს რადასთან სპეცნაზსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა
დღეს კიევში, უმაღლეს რადასთან სპეცდანიშნულების რაზმსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ უკრაინის 24-ე არხი იუწყება.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ძალოვნებმა სცემეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
პოლიციის მონაცემებით, დაკავებულია 11 აქტივისტი.
შეგახსენებთ, მეორე დღეა, უკრაინის უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქციები გრძელდება ლოზუნგით „დიდი პოლიტიკური რეფორმა“. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად გრუშევსკის ქუჩაზე კარვები გაშალეს. მათი თქმით, ისინი იქამდე არ დატოვებენ ტერიტორიას, სანამ მთავრობა სამ პირობას არ შეასრულებს. აქტივისტების მოთხოვნებში შედის: არჩევნების შესახებ ახალი კანონის მიღება, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა და ხელშეუხებლობის მოხსნა დეპუტატებისგან.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

