უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 აპრილი, 2023 16:38
font-size

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით პირველი რეგიონალური ვენჩურული ინვესტიციების სამიტი გაიმართა

ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი რეგიონალური ვენჩურული ინვესტიციების სამიტი - Central Eurasia Venture Summit გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული ბანკია ვრცელებს.

მათივე ცნობით, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილის მეტეხი პალასში" გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდების განვითარების ხელშეწყობაა.

სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს რეგიონის ქვეყნებში სტარტაპ ეკოსისტემა და ვენჩურული კაპიტალის ფონდები დგანან.

ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, ანა ხინჩიაშვილმა, როგორც პანელური დისკუსიების ერთ-ერთმა წევრმა, სამიტის მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო და საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილა.

"საინვესტიციო ფონდები, განსაკუთრებით კი ვენჩურული კაპიტალის ფონდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინოვაციებისა და სტარტაპ კომპანიების მხარდასაჭერად, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. საქართველოში საინვესტიციო ფონდების სექტორი განვითარების ადრეულ ეტაპზეა. 2020 წელს მიღებულ იქნა "საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონი, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა 5 საინვესტიციო ფონდისა და 4 აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება/რეგისტრაცია მოახდინა. რეგიონულ ბაზრებზე ინვესტირების მიზნებისთვის საქართველოში დაფუძნებული ფონდების მეშვეობით ოპერირება არის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ამ სექტორის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის,“ - განაცხადა ანა ხინჩიაშვილმა.

ეროვნული ბანკის ცნობითვე, სამიტის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კომპანია "მომავლის ლაბორატორია" (Future Laboratory) და ცენტრალური ევრაზიის ვენჩურული ფონდი (Central Eurasia Ventures). ღონისძიების მხარდამჭერებს შორისაა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). სამიტში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტმა რეგიონალურმა ვენჩურულმა ფონდმა თურქეთიდან, ჩეხეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, მონღოლეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

სამიტს რეგიონის ინოვაციების სააგენტოების ხელმძღვანელები, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, ასევე, დამოუკიდებელი ინვესტორები და სტარტაპები ესწრებოდნენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი