უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2019 12:42
font-size

უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომელიც არის უგულავას მერობის დროინდელი - კახა კალაძე

კორუმპირებული გიგი უგულავა არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„2013 წელს გიგი უგულავამ გამოსცა სპეციალური აქტი, უვადო სპეცნებართვა და ვაკის პარკში კომპანიას მიეცა უფლება, ააშენოს 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა. ეს დაახლოებით 8-9 სართულია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არსებობდა ადამიანების ჯგუფი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ამ მშენებლობას. მინდა, მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო. იყო დავები სასამართლოშიც. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია, ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული, რაც ძალიან მძიმეა. რამდენიმე დღის წინ კი, ყოფილი მერი გამოდის მიამიტი სახით, მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ძირითადად ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ჩაიდინა ქალაქის წინაშე, რა შეცდომებიც დაუშვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გიგი უგულავას მიერ გაცემული ნებართვა არის ძალიან დიდი დანაშაული თბილისისა და თბილისელების წინაშე.

„დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვა გაიცა, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება. მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომელიც არის უგულავას მერობის დროინდელი. პირდაპირ ვიტყვი – ჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი“, – განაცხადა კალა კალაძემ.

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი