უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მაისი, 2019 15:20
font-size

უკვე ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩანს, რომ სწორედ ზუგდიდში გადაინაცვლებს დაძაბულობის ცენტრი - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციული ქმედებებით უფრო და უფრო მეტად ცდილობს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას და მის დისკრედიტაციას.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ ოპონენტების მხრიდან საარჩევნო კომისიასთან აჟიოტაჟი და ზუგდიდის საკრებულოს შენობაში არეულობის მოწყობის მცდელობა იხილა, დღეს კი ნაციონალური მოძრაობის წევრები უკვე ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში შეიჭრნენ ძალადობრივად და ცდილობდნენ კომისიის მუშაობის ჩაშლას.

“ყოვლად მიუღებელია თავდასხმა საარჩევნო კომისიაზე, რომელიც უკვე წლებია ყველანაირი საერთაშორისო შეფასებით გამართულად და კანონის შესაბამისად აორგანიზებს საარჩევნო პროცესს.
ჩვენი ოპონენტების მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის ჩაშალა სწორედ ზუგდიდში, სადაც მათთვის პოზიციების დაკავებას სიმბოლური დატვირთვა აქვს კანდიდატიდან გამომდინარე.

ნაციონალურმა მოძრაობამ როგორც ჩანს კარგად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს პირველივე ტურში აგებს, შესაბამისად, ისინი სტაბილური საარჩევნო პროცესის დაძაბვას და არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ.

ჩვენი ამოცანაა არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. არცერთი პროვოკაცია, არცერთი ინციდენტი, რომელიც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

შესაბამის უწყებებს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. თითოეული დამნაშავე, თითოეული პირი, რომელიც ძალადობას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცდება, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

ჩვენ ამავდროულად კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, რადგან უკვე ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩანს, რომ სწორედ იქ გადაინაცვლებს დაძაბულობის ცენტრი.

მოგვიანებით, დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმ საელჩოებთან, რომლებიც აკვირდებიან ზუგდიდში არსებულ ვითარებას და ასევე იმ მოლოდინებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით და პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით. მათ მონაწილეობას ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ შეუძლიათ ხელი შეგვიწყონ ამ პროცესში ესკალაციის თავიდან აცილებაში და მე ვფიქრობ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა იქნება მნიშვნელოვანი ამ კუთხით”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

რა დროს პრემიერობაზეა საუბარი - რომან გოცირიძე

2 ივნისი, 2020 , 17:15

“რა დროს პრემიერობაზეა საუბარი, რომელი პრემიერ-მინისტრები, ხალხს შია და ათასი სხვა პირველი ამოცანის საკითხებია გადასაჭრელი ქვეყანაში, მათ შორის პარტიების მიერ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის&ldqu

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2 ივნისი, 2020 , 16:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა ისაუბრეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი და

დავმშვიდდეთ, ჩემთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი ვაშაძე

2 ივნისი, 2020 , 14:22

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, არამედ მთავარია ის აღ

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

2 ივნისი, 2020 , 14:10

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტორდან აცნობეს, მინისტრმ

გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განხილულა არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში არ განიხილება - მურმან დუმბაძე

1 ივნისი, 2020 , 17:30

დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ შეხვედრა გაიმართა, სადაც შემოდგომის არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ისაუბრეს. როგორც გაერთიანების ერთ -ერთმა წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, შეხვ

კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა სატელევიზიო ფორმატში, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება

1 ივნისი, 2020 , 16:50

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, სხდომა გამართა. კომისიის წევრებმა სატელევიზიო განხილვების ფორმატზე იმს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!