უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 აპრილი, 2017 18:35
font-size

უკვე მიდის მუშაობა იმაზე, რომ გადასახადმა დაიწიოს - კომპანია “გაზკო+”

კომპანია “გაზკო+”-ში სენაკის აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის გაძვირებასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გაკეთდა.

კომპანიის წარმომადგენლის, დიმიტრი პაჭკორიას ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაზის მიმწოდებელი კომპანიის ტარიფების ცვლილებამ გამოიწვია.

“2016 წლის დეკემბერში ჩვენ მომწოდებელ კომპანიასთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმეთ და გაზი უცხოურ ვალუტაში, თანაც სხვა ტარიფით შევიძინეთ. შესაბამისად, კომპანიას გააჩნია ვალდებულებები და ჩვენ მოგვიწია დერეგულირებადი აბონენტებისთვის ტარიფის გაძვირება. რის შესახებაც ისინი წინასწარ გავაფრთხილეთ. რაც შეეხება დერეგულირების მოხსნის საკითხს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მარეგულირებელი კომისია, მთავრობა და კომპანიები ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ტარიფები ისე დარეგულირდება, რომ მოსახლეობას ზედმეტად არ დააწვეს მხრებზე. შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მიდის მუშაობა იმაზე, რომ გადასახადმა დაიწიოს”, - განაცხადა დიმიტრი პაჭკორიამ.

შეგახსენებთ, რომ საკითხთან დაკავშირებნით დღეს განცხადება გაავრცელა ენერგეტიკის სამინისტრომ.

უწყება სენაკში ბუნებრივი აირის ტარიფის 68 თეთრამდე გაზრდის გამო შეშფოთებულია.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში.

,,ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე, გარე ფაქტორების და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს შეღავათი - სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა.

სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა, როგორც აქამდე არაერთხელ იქნა გაცხადებული, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივი დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყვეტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, ’’ - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობა EBRD-ის ოფისთან შეიკრიბა

14 დეკემბერი, 2018 , 17:42

სვანეთში, ლენტეხისა და მესტიის მოსახლეობამ გარემოსდამცველთა მხარდამჭერი აქცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისთან გამართა. აქციის მონაწილეები ჰესების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ, რადგან მათი მტკიცები

ქუთაისი - ვანის გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა

14 დეკემბერი, 2018 , 14:30

ქუთაისი - ვანის გზაზე დღეს დილით მიკროავტობუსი გადაბრუნდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ი

კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი საიმიჯო ვიდეორგოლით ხვდება

14 დეკემბერი, 2018 , 14:30

ზამთრის ტურისტულის სეზონის გახსნას სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ახალი ვიდეორგოლით შეხვდება. „როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“ ამ სიტყვებით იწყება ვიდე

ნინოწმინდის მუნიციპლაიტეტში სარკინიგზო ავარია მოხდა

14 დეკემბერი, 2018 , 10:50

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სათხას მახლობლად სატვირთო მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. უცნობია ავარიის მიზეზიც. საქართველოს რკინიგზაში გ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

14 დეკემბერი, 2018 , 10:50

აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ აფნიაში მცხოვრებ ბავშვებს ატიპიურ შენობაში უწევდათ განათლების მიღება, დღეიდან კი ისინი ახალ, თანამედროვე შენობაში აგრძელებენ სწავლას. მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თან

ცემისა და ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით გამოძალვაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

13 დეკემბერი, 2018 , 15:10

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ჯგუფური ცემისა და ჯგუფურად  ჩადენილი დიდი ოდენობით გამოძალვაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  მთავარი პროკურატური

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`