საზოგადოება


უმაღლეს განათლების სისტემა იქნება ეკონომიკის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შემუშავებულია განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შედეგად, დასრულდება ,,ქვეყანაში უმუშევართა „წარმოება" და დაინერგება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომა, რაც საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით, პროფესიული განათლების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს.’’
პრემიერის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად, სასწავლებელი და დამსაქმებელი ერთდროულად განახორციელებენ სასწავლო პროგრამებს.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, კვირიკაშვილის თქმით, ეს სისტემა იქნება ეკონომიკის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული, იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს უმაღლესდამთავრებულ უმუშევართა რიცხვი.
პრემიერის განცახდებით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ფუნდამენტური მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო დისციპლინების და ამ მიმართულებით მეცნიერების განვითარებას.
,,2016 წელს დაიწყო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის რევოლუციური პროექტი, რომლის განხორციელებაც ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველო ვაქციოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების ცენტრად რეგიონში.
2016 წელი ასევე გარდამტეხი იყო, ზოგადად, ტექნოლოგიური განვითარების დაწყების მიმართულებით. ქუთაისის გარდა, დაიწყო ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობა თბილისში, შეიქმნა ტექნოპარკები თბილისსა და ზუგდიდში, ფაბლაბები, დაფინანსდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური „სტარტაპები" და ეს პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ამასთან, დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენს ხალხს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ მაღალსიჩქარიანი ხელმისაწვდომი ინტერნეტით’’, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმ მტავრობის 2016 წლის მუშაობის შეჯამებისას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00
ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა - „ლელო საქართველოსთვის“
23 იანვარი, 2021 , 14:49

„ეს არის მონობის დაანონსება“ - შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ
23 იანვარი, 2021 , 14:43

“გაწითლებული ხარო” - გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ
23 იანვარი, 2021 , 13:00