უკან
საზოგადოება
16 მარტი, 2023 16:10
მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია შაბათ-კვირას. მადლობა გამოთქმული სურვილისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ მზად არის, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, შეხვდეს.