უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მარტი, 2017 18:50
font-size

„უმაღლესი განათლების შესახებ` კანონში ცვლილებები შედის

„უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომლითაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოების საქმიანობაში სტუდენტთა ჩართულობის სისტემა დაიხვეწება.

კანონპროექტი დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

„კანონპროექტი 3 თვეზე მეტია მუშავდებოდა, მე მქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტურ თვითმმართველობებთან, აუდიტორია 115-თან. კანონპროექტი პრინციპების დონეზე არის შეჯერებული 7 სხვადასხვა კეძო და სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობებთან და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა კომიტეტის თავმდჯომარემ, მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, კანონრპოექტი ითვალისწინებს ცვლილებათა 4 ძირითად ბლოკს:

პირველი ბლოკის მიზანია ყველა სტუდენტს მიენიჭოს უფლება პირდაპირი წესით იქნეს არჩეული არა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობით საბჭოში - სენატში, არამედ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფაკულტატურ საბჭოშიც.

მეორე ბლოკის მიხედვით, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის ყველა სტუდენტს - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის - მიეცემა უფლება არჩეული იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტეტის) საბჭოში პროპორციული გადანაწილების წესით (მაგრამ არანაკლებ ერთი წარმომადგენლისა).

მესამე ბლოკის მიხედვით, ყველა სტუდენტს მიენიჭება უფლება თანაბარი წვდომა ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებზე ინდივიდუალური ან/და ერთობლივი სტუდენტური ინიციატივების განხორციელების მიზნით.

მეოთხე ბლოკით სტუდენტთა მთავარი წარმომადგენლობითი გაერთიანებების ალტერნატივების ზოგადი დეფინიციები, მიზნები და არჩევის წესი, რომელთა დეტალური განსაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე უნდა მოხდეს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების პროცესში განხილული იქნა 20 ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ეროვნული და მუნიციპალური კანონმდებლობებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე მოქმედი რეგულაციები. მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა იმ სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც კონსტრუქციულად იყვნენ ჩართული კანონპროექტის შემუშავების პროცესში. „ამ ცვლილებების შემდეგ, სტუდენტებთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობა არ სრულდება. პირიქით, მე ვთხოვე თითოეული სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელს, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული შინაარსობრივი ასპექტების განხილვაში უმაღლესი განათლების ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის შემდგომი ინიციატივების საფუძველი გახდება“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროერქტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო წინადადება „არქიტექტურული, ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების პრეზიდენტმა, იური სვანიძემ წარმოადგინა.

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, წინადადება განხილული იქნას მშენებლობის კოდექსის პროექტთან ერთად, რომლის შემუშავებაზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.

დღესვე განიხილეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს წევრის, ვასილ გონაშვილის განმარტებით, კანონპროექტით მოწესრიგდება აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის ვადები. „ყველა წევრი აირჩევა თანაბარი ვადით - 4 წლის ვადით. ამით დაცული იქნება ყველა წევრს შორის თანასწორობა და გაუქმდება აკადემიური საბჭოს წევრთა ნაწილობრივი განახლების მექანიზმი“, - განაცხადა ვასილ გონაშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წინადადებას.

კომიტეტმა განიხილა პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, დენის დავითაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო წინადადებით მოიხსნება საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებისათვის ასაკობრივი შეზღუდვა. „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებისათვის აღნიშნულ თანამდებობაზე 65 წლის მიღწევის შემდგომ შესაძლებელი იქნება მუშაობის გაგრძელება. არსებული ნორმით, პროფესიული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებს არ ეძლევათ საშუალება 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ დაიკავონ დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობა და შეასრულონ თავიანთი უფლებამოსილება პროფესიულ განათლებაში რეფორმის განსახორციელებლად“, - განაცხადა დენის დავითაშვილმა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში მიმდინარე წელს იქნება წარმოდგენილი, რომლის განხილვისას, მხედველობაში მიიღება შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საკანონმდებლო წინადადებას.

ნინო ექვთიმიშვილი

საია უარყოფითად აფასებს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას

29 მაისი, 2020 , 20:25

საია უარყოფითად აფასებს პლენუმის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშნასთან დაკავშირებით და მას როგორც უზენაესი სასამართლოს პლენუმის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს სანდოობისთვის

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

29 მაისი, 2020 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი და დედამიწის დღე . "1921

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1761 ლარი გახდა

29 მაისი, 2020 , 17:17

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:32

2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყ

2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:10

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გან

ეტაპობრივი გახსნის შედეგად თბილისში 31 სანოტარო ბიურო ამოქმედდა

29 მაისი, 2020 , 14:58

20 მაისს სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისით დაიწყო და კვლავაც გრძელდება.   სანოტარო ბიუროების ინპექტირებისა და შესაბამის ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრების გამართვი