უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2016 13:45
font-size

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზაციას ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად მიიღებენ

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურების პროექტები გააცნო, რომელთა განხილვაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით იგეგმება.

ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო განახლებული შემადგენლობით იწყებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საავტორიზაციო განაცხადების განხილვას.

,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტის შემუშავება განხორციელდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნების, საერთაშორისო პრაქტიკისა და საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები ხელს შეუწყობენ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას, შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას, აგრეთვე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში“, - აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

მარი ნამგალაძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი