უკან

საზოგადოება

31 მაისი, 2017 18:30
font-size

უმჯობესია მიწების უცხოელებზე იჯარით გაცემა და არა მისი შეუზღუდავად გასხვისება - აფბა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის გადაცემის საკითხი დარეგულირდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა, ბაჩანა ჯინჭარაძემ და ლევან ლაგვილავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრულია მთელი რიგი კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილებაც უწევს უცხოელს, იმ შემთხვევაში თუ ის ქართული მიწის შესყიდვით დაინტერესდება.

,,ამ კუთხით საპარლამენტო უმრაველობის ინიციატივა მისასალმებელია, რადგან ის ეფუძნება ერთი მხრივ წარმატებულ ევროპულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, ასევე ითვალისწინებს იმ საფრთხეებს, რაც უფრო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა მიერ იაფი ქართული მიწების მასობრივ შესყიდვას ახლავს თან.

მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხში მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მკაცრი და ხისტი პოლიტიკა შეინარჩუნოს, რაც პირველ რიგში გამოიხატება სასოფლო სამეურნეო სავარგულების ფონდის რაციონალურ გამოყენებაში და მისი უცხოელებისთვის მკაფიო და დროის კონკრეტულ პერიოდზე გათვლილი საინვესტიციო ვალდებულებების დაკისრებაში.

კერძოდ, კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, არანაკლებ 5 წლის განმავლობაში უნდა სარგებლობდეს მიწის ნაკვეთით და უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი ხელშეკრულება, ასევე ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომელიც დაადასტურებს ქონების გადასახადის ფაქტს, თუ მას სურს საქართველოში მიწის საკუთრების უფლების მოპოვება. ამასთან, მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი საინვესტიციო გეგმა, რომელშიც აღწერილი იქნება ის ინტერესები, თუ რა დანიშნულებით მოხდება მის მიერ შეძენილი მიწის გამოყენება. აგრეთვე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ განმცხადებელი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი კაპიტალდაბანდების მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ევროპულ ქვეყნებში, მიწების უცხოელებზე გასხვისების გაცილებით მკაცრი პრაქტიკა არსებობს, უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა შეიძლება ითქვას, რომ შედარებით ლოიალურია. კერძოდ, სასურველია, რომ საინვესტიციო ვალდებულებაში ისეთი კომპონენტები ჩაიდოს, როგორებიც არის მაგალითად ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის დასაქმება. მნიშვნელოვანია ასევე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების ლიმიტირებული ფონდის შექმნა, რომლის გასხვისებაც იქნება შესაძლებელი უცხოურ იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებზე’’, - აცხადებენ ასოციაციის წარმომადგენლები.

„აფბაში“ მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია მიწების უცხოელებზე შეუზღუდავად გასხვისება, თუმცა შესაძლებელია ხანგრძლივი იჯარით გადაცემა, ზემოაღნიშნული საინვესტიციო ვალდებულებების დაკისრებით.

,,აღნიშნული არ არის კავშირში ინვესტიციების შემოდინების შეფერხებასთან, ვინაიდან, მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ ვხედავთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკა სტაბილურად შენარჩუნებულია. 2013-16 წლებში საშუალოდ, ყოველწლიურად მილიარდ 477 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა ქვეყანაში, რაც გასულ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად გაუმჯობესებული მაჩვენებელია’’, - აცხადებენ ,,აფბას’’ წარმომადგენლები.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი