უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 მარტი, 2018 11:55
font-size

უმჯობესია, თუკი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთიან რეზოლუციას მიიღებს პარლამენტი - ეკა ბესელია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, უმჯობესია, პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საქმეზე ერთიანი რეზოლუცია მიიღოს, რომელშიც იქნება მთლიანი ხედვა წარმოდგენილი.

„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ბოლო პერიოდის მოვლენებს თუ გავიხსენებთ უმძიმესი მოვლენა. ახლა ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ. ბოლო ინფორმაცია ყველაზე უფრო საიმედო იყო და ველოდებით, რომ საბოლოოდ მალე გადაწყდება გადმოსვენების საკითხი, რომ ოჯახს მიეცეს დატირების საშუალება. რაც შეეხება შემდგომ ქმედებებს, დღეს პარლამენტში დაგეგმილია რეზოლუციების განხილვა. ალბათ, უკეთესი იქნება, თუკი ერთიანი დოკუმენტი იქნება. ჩვენს მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც უმრავლესობამ წარმოადგინა, ძალიან მკაცრი შეფასებები და ფართო ხედვაა, ამ ძალიან მძიმე შემთხვევის გამო საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის, მობილიზებისა და რეაგირების. მე მგონი, ეს დოკუმენტი მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა ძალის მიერ. ვფიქრობ, ერთ დოკუმენტში შეიძლება გაერთიანდეს მთლიანი ხედვა. ჩვენთვის მთავარია დოკუმენტს ჰქონდეს არა მხოლოდ შეფასების შინაარსი, არამედ ჰქონდეს მკვეთრი ეფექტი და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირების შინაარსიც. დოკუმენტი კარგადაა მომზადებული და თუ საჭიროა რაიმეს დამატება, ამისთვისაც მზად ვართ",- თქვა ბესელიამ.

ცნობისთვის, როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე უმცირესობამ წარმოადგინეს თავიანთი რეზოლუციები არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე.

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია - „თავისუფალი საქართველო“

23 იანვარი, 2020 , 15:35

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილ წერილებსა და რეკომენდაციებს ეხმაურება. როგორც „თავისუფ

ფრაქცია `დამოუკიდებელი დეპუტატები` ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებენ

23 იანვარი, 2020 , 14:50

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს. წერილს, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშ

ნატო-საქართველოს კომისიამ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას მაღალი შეფასება მისცა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა - საგარეო უწყება

23 იანვარი, 2020 , 14:15

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგ

„თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია“ - მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს

23 იანვარი, 2020 , 13:15

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები ცდ

კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ

23 იანვარი, 2020 , 13:15

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეებს, მარკეტა გრეგორევას და კრისტიან ტერეშს, აგრეთვე, ევროპარლამენტის საგარე

იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გაიხსნა

23 იანვარი, 2020 , 11:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. მათივე ინფორმაციით, ახალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`