უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მაისი, 2023 13:51
font-size

იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა დავინახოთ, საქართველოს უნდა გადმოსცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე - შალვა პაპუაშვილი

პრობლემა იმაში კი არ არის, ვინ რისი თქმის უფლებას აძლევს თავს, პრობლემაა ის, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებების შეფასებისას აღნიშნა. პაპუაშვილის კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ვხედავთ ოპოზიციას, რომლისთვისაც სულერთია, რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა.

„ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილემ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარა. სწორედ ის იყო ამ გეგმის მთავარი ორგანიზატორი და დღემდე იმყოფება თანამდებობაზე. სამწუხაროდ, დღემდე არ გადმოსცეს საქართველოს, პირიქით, რამდენადაც ვიცი, თანამდებობაზე დააწინაურეს. ამიტომ, იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა დავინახოთ, საქართველოს უნდა გადმოსცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ამის შემდეგ შეიძლება სხვა საკითხებზე საუბარი. ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენები, საქართველოში გულაგების სისტემის შემქმნელი ადეიშვილი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და მართლმსაჯულების რეფორმებს კურირებს, ნაცვლად იმისა, რომ ექვსწლიან სასჯელს იხდიდეს საქართველოს ციხეში. ამაშია ამ მდგომარეობის მთელი ცინიზმი. რაც შეეხება არახამიას, პრობლემა იმაში კი არ არის, ვინ რისი თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ყველა ადამიანი თავისუფალია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, პრობლემაა ის, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში. ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც სახელმწიფოს, სამშობლოს, ქვეყნის არანაირი შეგრძნება არ გააჩნია. მათთვის სულერთია, რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა. ასე რომ, პრობლემა არ არის იმაში, თუ რა განცხადებებს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი, არამედ მთავარია, ამას საქართველოში სწორი შეფასება მოჰყვეს. ვფიქრობ, ეს შეფასება ამ მხრივ არის მარტივი, თუ დავფიქრდებით ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და სამშობლოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი