მოზაიკა


უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში დღეისთვის ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში ნავარაუდევია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და ელჭექი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +16, +21 გრადუსი, მთაში +15, 20; მაღალ მთაში +9, +14 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. ნავარაუდევია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +20, +25; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +11, +16 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +23 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ტიფანი ბარში ვალენტინობის დღე მაზერატის განსაკუთრებულ მოდელთან ერთად აღნიშნეს
16 თებერვალი, 2019 , 16:57

გლდანის ციხესთან ძველ სამარხში ნაპოვნი ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს
15 თებერვალი, 2019 , 14:42

“დანკინში“ ყავის გაყიდვებმა წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია
12 თებერვალი, 2019 , 13:00

„საქართველოს ელექტროსისტემა“ პროფესიონალი, დამწყები თუ თვითნასწავლი მხატვრებისთვის კონკურსს აცხადებს
7 თებერვალი, 2019 , 13:46

საქართველოში 2018 წელში მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა განიცადა ინტრნეტთავდასხმები
7 თებერვალი, 2019 , 12:20

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს
5 თებერვალი, 2019 , 15:45