უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

19 ივნისი, 2018 09:00
font-size

უმეტეს რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 19 ივნისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +26, +31; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.

თბილისში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა