მოზაიკა
უმეტეს რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში დღეისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +24, +29; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +21, +26 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +29, +34; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +14, +19 (ზოგან +22-მდე) გრადუსი.
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.