უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

14 ნოემბერი, 2016 17:15
font-size

უმეტეს რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +15, +20; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერი კი, დედაქალაქში ხვალ +17 გრადუსამდე დათბება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ ნალექს და ჰაერის ტემპერატურის კლებას ელიან

13 ნოემბერი, 2018 , 16:55

სინოპტიკოსები საქართველოში 14 ნოემბრისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი, თოვ-ჭყაპი. იქროლებს აღმოსავლეთის

საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს

13 ნოემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში 13 ნოემბრისთვის წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წა

საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ იწვიმებს

12 ნოემბერი, 2018 , 17:35

სინოპტიკოსები საქართველოში 13 ნოემბრისთვის წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წა

საქართველოში 12 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება

11 ნოემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში 12 ნოემბრიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 11 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქრ

საქართველოში 12 ნოემბრიდან ამინდი გაუარესდება

10 ნოემბერი, 2018 , 17:20

სინოპტიკოსები საქართველოში 12 ნოემბრიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 11 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქრ

10 ნოემბერს თბილისში „ქუჩის მუსიკის დღე“ გაიმართება

10 ნოემბერი, 2018 , 10:40

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ორგანიზაცია - „დრონისა“ და „ქუჩის მ