მოზაიკა
უმეტეს რაიონში ხვალ ხანმოკლე წვიმას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 23 ივნისისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +24, +29; მთაში +22, +27; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევარში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +25, +30; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +15, +20 გრადუსი.
თბილისში დღის მეორე ნახევარში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +28 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი