უკან

მოზაიკა

26 იანვარი, 2017 16:35
font-size

უმეტეს რაიონში ხვალ მოთოვს

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით, მაღალ მთაში ზოგან ნავარაუდევია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში 0, +5; მთაში -3, +2; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით, მაღალ მთაში ზოგან ნავარაუდევია ქარბუქი.
იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში 0, +5; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -7, -2 გრადუსი.

თბილისში ხვალ დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია მცირე თოვა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +3 გრადუსი.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა