უკან
უახლესი ამბები
არქივი
მოზაიკა
10 დეკემბერი, 2018 17:30
უმეტეს რაიონში ხვალ ნალექიან ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 11 დეკემბრისთვის პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +16, +21; მთაში +12, +17; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +11, +16; მთაში +7, +12; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.
თბილისში დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +14 გრადუსი იქნება.