უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

29 ნოემბერი, 2017 16:50
font-size

უმეტეს რაიონში ხვალ წვიმას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +10, +15; მთაში +4, +9; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ნალექი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +6, +11; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი.

თბილისში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის მაქსიალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +9 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა