უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

31 მაისი, 2018 17:05
font-size

უმეტეს რაიონში ხვალ წვიმას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +20, +25; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +13, +18 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +23, +28; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +6, +11 (ზოგან +16-დე) გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +25 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა