უახლესი ამბები
- 17.04.2021 18:2319 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
- 17.04.2021 17:40`ქართული ოცნება` თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე ხრიკებით გავა ფონს, რომლითაც საშინაო პოლიტიკაში ცდილობს გადარჩენას - გრიგოლ გეგელია
- 17.04.2021 17:05როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18-19 აპრილს
- 17.04.2021 17:05დადგა დრო, აშშ-სა და ევროკავშირს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართოთ - შალვა ნათელაშვილი
- 17.04.2021 17:05ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან - ვარლამ გოლეთიანი
- 17.04.2021 17:05რა დავაშავეთ, რომ ასეთ სიგიჟეს გვაყურებინებენ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი
- 17.04.2021 16:40მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს - კახა ქემოკლიძე
- 17.04.2021 16:40აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
- 17.04.2021 15:55უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
- 17.04.2021 15:55ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და მოაწერეთ ხელი დოკუმენტს - მარინა კალიურანდი
არქივი
პოლიტიკა


უმრავლესობა მეცხრე მოწვევის პარლამენტში 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებს - არჩილ თალაკვაძე
მმართველი გუნდის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობიდან ცალკეული დეპუტატების შესაძლო წასვლის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებს.
„უმრავლესობა მეცხრე მოწვევის პარლამენტში 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებს. რაც შეეხება იმ პროექტებსა და იმ საკითხებს, რაზეც გუნდში შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა იყოს, ეს საკითხები უმრავლესობაში შიდა კონსულტაციების და ფრაქციებს შორის კონსულტაციების გზით წყდება“, - უთხრა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება გედევან ფოფხაძის განცხადებებს, თალაკვაძემ თქვა, რომ გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა შიდა კონსულტაციების გზით წყდება.
„ჩვენ უმრავლესობისა და ფრაქციების სხდომებს მუდმივად ვატარებთ. საზოგადოებამ კარგად იცის, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე უმრავლესობის შიგნით რა მსჯელობა და პროცესები მიდის. ეს ნორმალური პროცესი და დემოკრატიის ნაწილია.
უმრავლესობა საკუთარ ამოცანებს საკმაოდ წარმატებით ასრულებს. ამაზე საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებით დასრულება მიუთითებს, სადაც უმრავლესობაში სრული კონსოლიდაცია იყო.
ჩვენ ასევე ყველა სტრატეგიულ საკითხზე ერთიანი პოზიციით გამოვედით. რაც შეეხება გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას, ეს შიდა კონსულტაციების გზით გადაწყდება და ამაში ვერაფერ დრამატულს ვერ ვხედავ“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც გედევან ფოფხაძემ პირველ არხს განუცხადა, თავდაპირველად უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა, თუმცა გუნდმა პოზიცია კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალა.
საკვანძო სიტყვები:
19 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
17 აპრილი, 2021 , 18:23
`ქართული ოცნება` თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისეთივე ხრიკებით გავა ფონს, რომლითაც საშინაო პოლიტიკაში ცდილობს გადარჩენას - გრიგოლ გეგელია
17 აპრილი, 2021 , 17:40

დადგა დრო, აშშ-სა და ევროკავშირს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართოთ - შალვა ნათელაშვილი
17 აპრილი, 2021 , 17:05

ათასგვარი ბინძური კამპანიაა აგორებული ჩვენი მისამართით და უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან - ვარლამ გოლეთიანი
17 აპრილი, 2021 , 17:05

მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს - კახა ქემოკლიძე
17 აპრილი, 2021 , 16:40
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა წელსაც ვირტუალურ ფორმატში გაიმართება
17 აპრილი, 2021 , 16:40