უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 დეკემბერი, 2023 14:02
font-size

უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს - NDI - ის კვლევა

უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს, - ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით დადებითად 29%-მა შეაფასა, 37%-მა საშუალოდ, 26%-მა კი ცუდად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ მარტის თვესთან შედარებით, გამოკითხვის მაჩვენებლები მინიმალურად არის შეცვლილი.

ამასთან, NDI-ს შეფასებით, თბილისელები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები პრემიერს ოდნავ უფრო კრიტიკულად აფასებენ. ყველაზე კარგად კი პრემიერის საქმიანობას სოფელში აფასებენ, აქ მის საქმიანობას 36% იწონებს, 36% საშუალოდ აფასებს და მხოლოდ 22%-ს არ მოსწონს. სოფლების შემდეგ პრემიერის მუშაობით ყველაზე კმაყოფილები პატარა ქალაქებში არიან, სადაც მან გამოკითხულთა 34%-ის დადებითი შეფასება დაიმსახურა, 38%- მის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 24% კი -ცუდად.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, პრემიერ მუშაობა ყველაზე მეტად 55 წელს ზემოთ მყოფ გამოკითხულებს მოსწონთ, რომელთა 37% მთავრობის მეთაურის მუშაობას კარგად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.

ცნობისთვის, კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

17 მაისი დასვენების დღედ ცხადდება

3 ოქტომბერი, 2024 , 18:39

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება. აღნიშნულ კანონ

ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ თუ არჩევნებში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება იმ ადგილიდან, სადაც დაპაუზდა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2024 , 15:47

საქართველოს პრეზიდენტმა "ევრონიუსის" ფრანგულ რედაქციას ვრცელი ინტერვიუ მისცა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ არჩევნებში პროევროპული ძალების გამ

ბიძინა ივანიშვილი ამერიკასთან უკვე კაპიტულაციის პირობებს ათანხმებს - გიორგი გიგაური

3 ოქტომბერი, 2024 , 12:53

ბიძინა ივანიშვილი ამერიკასთან უკვე კაპიტულაციის პირობებს ათანხმებს!- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გიორგი გიგაური. „ხდება ის, რაზეც თვეების წინ, წინასწარ ვაფრთხილებდი ბიძინა ივანიშვილსაც და რუსულ ქოცნებასაც: ამე

„ალმა პლუსი“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერების განთავსებაზე უარს აცხადებს

3 ოქტომბერი, 2024 , 12:40

„ალმა პლუსისგან“, რომელთანაც სარეკლამო ბანერების განთავსებაზე მიმდინარე ხელშეკრულება გვაქვს, მივიღე პასუხი, რომ ჩვენი ვიზუალით ბანერს არ განათავსებენ, რაც დისკრიმინაციაა, მით უმეტეს, როცა „ქართული

`ქართულ ოცნებას` ყველაზე მეტად ეშინია იმ უდიდესი სანქციის, რასაც მას დაუწესებს სულ მალე საქართველოს ხალხი - გრიგოლ გეგელია

3 ოქტომბერი, 2024 , 12:23

"ოცნებაში" სანქციების ძალიან ეშინიათ. თუმცა ხელისუფლებას ყველაზე მეტად იმ უდიდესი სანქციის ეშინია, რასაც მალე, არჩევნებზე საქართველოს ხალხი დაუწესებს, - ამის შესახებ  "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, გრიგოლ გეგელი

ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობს შეხვდება

3 ოქტომბერი, 2024 , 12:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს, 3 ოქტომბერს ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე  სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბოდბის მთავარ