უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 თებერვალი, 2017 17:20
font-size

უმრავლესობა უნდა იყოს პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რასაც გამოიწვევს კანონი ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ - გიგა ბოკერია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ე.წ. ფარული მოსმენების კანონი არ არის მიმართული ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისკენ.

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოს უმრავლესობა ადვილად დაძლევს.

„არავის აქვს ილუზია, რომ კანონპროექტს მიიღებენ და შემდეგ პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში მისი დაძლევა გაუჭირდებათ, ვინაიდან მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ. მთელმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს და იმათაც [უმრავლესობამ] უნდა იცოდნენ, რომ ისინი იღებენ პასუხისმგებლობას ყველა იმ სიბინძურესა და კანონდარღვევაზე, რომელიც გაგრძელდება ამ ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლების ქვეშ . ეს [ ე.წ. ფარული მოსმენების კანონი] არაა მიმართული ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისკენ, როგორც მათ სურთ ამის წარმოდგენა. ეს დისკუსია არანაირ კავშირში არაა უსაფრთხოებასთან, ეს არის სიცრუე“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ე.წ. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ , მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, სუს-ის უფროსი აღარ დანიშნავს ფარული მოსმენების განმახორციელებელი სააგენტოს უფროსის მოადგილეებს და აღარ დაამტკიცებს ამ უწყების დებულებას. პრემიერი უკვე კომისიის წარდგინებით დანიშნავს სააგენტოს ხელმძღვანელს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი თქმით, ეს ცვლილებები უმნიშვნელოა და კანონის ზოგად არსს არ ცვლის.

ანა მებურიშვილი

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ