უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 სექტემბერი, 2023 17:53
font-size

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი

ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - განაცხადა "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, შს მინისტრის ინტერპელაციაზე, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით.

„მე მაინტერესებს, როდესაც გვესაუბრებით, რომ კლიმატური ცვლილებების ბრალია ეს ტრაგედია და ასეთი ტრაგედიები კიდევ იქნება, რის გაკეთებას აპირებთ მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ დანაწევრებული ბავშვები, ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან? რისი გაკეთება შეიძლებოდა, ამას უნდა გვიყვებოდეთ ჩვენ აქ, საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ყველაფერი არ არის გაკეთებული. არც შოვშია გაკეთებული, არც გურიაში.

თუ ყველაფერს აკეთებთ ადამიანების დასახმარებლად, 83 წლის აცრემლებული მოხუცი მე რატომ მირეკავს, რომ დაემარხა სახლი, კარი, ბაღი და ადამიანი არ არის მისი პატრონი? მოგცემთ ტელეფონს, დაურეკეთ და მოუგვარეთ ამ ადამიანს პრობლემები," -

განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები არის საქართველოში რუსული კოლონიალიზმის სიმპტომი - ანა დოლიძე

6 დეკემბერი, 2023 , 16:41

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრებ მოზარდებში წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში ვითარება გაუარესდა. დოლიძის თქ

ჩვენი საფინანსო სისტემა განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს - ნათია თურნავა

6 დეკემბერი, 2023 , 14:57

არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. ამის არანაირი დასტური არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნ

ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან - კახა კალაძე

6 დეკემბერი, 2023 , 14:17

ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშ

ორბანი ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში - გიორგი ვაშაძე

6 დეკემბერი, 2023 , 13:33

ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ისაა, რომ კობახიძე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, – ამის შესახებ „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რ

მაიკ პენსთან გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე -ლევან ხაბეიშვილი

6 დეკემბერი, 2023 , 11:36

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. &

ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს

5 დეკემბერი, 2023 , 12:21

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, ზოლტ სემიენთან, ეროვნული ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი