უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივნისი, 2017 14:20
font-size

უმრავლესობისა და ოპოზიციის კონსტრუქციული დიალოგი გადაარჩენს კონსტიტუციას - ჯანი ბუკიკიო

დღეს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბუკიკიოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, დიალოგი შედგეს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა კონსტიტუციის საბოლოო დოკუმენტი ლეგიტიმური იყოს.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლებთან, სწორედ მათთან, ვინც ამ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ისინი არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებიან და არსებულ პრობლემებში აქტიურად არიან ჩართული.

მოგეხსენებათ, მე არაერთი შეხვედრა გავმართე და სასურველი ინფორმაციაც მივიღე. დღეს უკვე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით, არსებობს იმის საფუძველი, რომ ვითარება გაუმჯობესდეს. გუშინ მე დიალოგისკენ მოვუწოდე ყველა ფრაქციას, როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციასაც. მხოლოდ ამ მხარეებს შორის გამართული კონსტრუქციული დიალოგი გადაარჩენს კონსტიტუციას. კონსტიტუციის ტექსტი ძალიან კარგია, თუმცა არის საკითხები, რაც უნდა გაირკვეს და უნდა იყოს მიღებული არა მხოლოდ ერთი პარტიის, არამედ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ“, - განუცხადა ბუკიკიომ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე საქართველოს დღეს დატოვებს.

ანა მებურიშვილი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქ

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დ

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია - „თავისუფალი საქართველო“

23 იანვარი, 2020 , 15:35

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილ წერილებსა და რეკომენდაციებს ეხმაურება. როგორც „თავისუფ

ფრაქცია `დამოუკიდებელი დეპუტატები` ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებენ

23 იანვარი, 2020 , 14:50

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს. წერილს, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშ

ნატო-საქართველოს კომისიამ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას მაღალი შეფასება მისცა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა - საგარეო უწყება

23 იანვარი, 2020 , 14:15

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგ

„თქვენი ლიდერის ბოროტი კურსი შესაჩერებელია“ - მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს

23 იანვარი, 2020 , 13:15

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები ცდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`