უახლესი ამბები
- 25.01.2021 10:45საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- 25.01.2021 10:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
- 25.01.2021 10:45„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
- 25.01.2021 10:25ანონსი - 25.01.21
- 25.01.2021 10:25დღის კალენდარი - 25 იანვარი
არქივი
პოლიტიკა


უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია არა შინაარსი, არამედ პრეზიდენტის პერსონა - გიორგი აბაშიშვილი უმრავლესობის წევრების განცხადებებზე ვეტოზე
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებას, რომ ისინი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებულ ვეტოს გადალახავენ.
აბაშიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებს არ მოჰყვა შინაარსობრივი დისკუსია, სადაც იქნებოდა განხილული ვეტოს გამომწვევი საკითხები.
უმრავლესობის წევრების განცხადებები აბაშიშვილმა პრეზიდენტის წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლა უწოდა.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პარლამენტში მოტივირებული შენიშვნები გაიგზავნა, მოლოდინი გვქონდა, რომ შინაარსობრივი დისკუსია შედგებოდა, თუმცა ამის ნაცვლად, მთელი ამ დროის განმავლობაში ვნახეთ, რომ უმრავლესობის წევრები თითქოს ბრძოლის ველზე მიდიოდნენ და ერთმანეთს გასაოცარი ენთუზიაზმით უმტკიცებენ, რომ ეს ვეტო აუცილებლად დასაძლევი იყო არა იმიტომ, რომ გარკვეულ შინაარსობრივ საკითხებს არ ეთანხმებოდნენ ისინი, არამედ, რადგან ვეტო მარგველაშვილმა დაადო, მარგველაშვილის წინააღმდეგ საჭირო კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლის წარმოება იყო.
კიდევ ერთხელ კვალიფიციური დისკუსია ვერ მივიღეთ, მაგრამ შესაშური ძალის დემონსტრირებას ვხედავთ, რაც საამაყოც კია, რადგან რაღაც მომენტში გაერთიანება შეუძლიათ. როგორც ჩანს, მარგველაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება გამოსდით. როგორც ყოველთვის, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია არა შინაარსი, არამედ პრეზიდენტის პერსონა და შემიძლია, ამის დამადასტურებელი მთელი რიგი მაგალითები გავიხსენო. პარლამენტში ჩემ მიერ გამოტანილი მოტივირებული შენიშვნები ეროვნულ ბანკს შეეხებოდა. მაშინ, მოტივირებული შენიშვნებით, თავიდან კიდევ ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევა ავიცილეთ. პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტების ხარჯზე არავის არასოდეს გარიგებია და არ გაურიგდება“,- აღნიშნა აბაშიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს
25 იანვარი, 2021 , 10:45

48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
23 იანვარი, 2021 , 16:05

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
23 იანვარი, 2021 , 10:50

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
23 იანვარი, 2021 , 10:50

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
23 იანვარი, 2021 , 10:50