უკან

საზოგადოება

19 თებერვალი, 2020 17:35
font-size

უმუშევრობა 10.9%-მდე შემცირდა - რატომ და ვის თვლის საქსტატი დასაქმებულად?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.9%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო. მეტიც, ეს საქართველოს ისტორიაში რეკორდულად დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელია.

თუმცა, სინამდვილეში უმუშევრობის შემცირება არა დასაქმების ზრდამ, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილის შემცირებამ გამოიწვია.

საქსტატის მიხედვით - "2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.8 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.9 პროცენტული პუნქტით."

ამასთანავე, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული მათი რაოდენობა, ვინც დაქირავებით არის დასაქმებული (ანუ ხელფასს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს).

"2019 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.0 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით," - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

თუ მათი რაოდენობა შემცირდა, ვინც ხელფასს კონტრაქტის საფუძველზე იღებს, მაშინ რატომ იკლო უმუშევრობამ?

საქსტატის მიხედვით, სოფლად უმუშევრობის დონე 5.5%, ქალაქად კი ამაზე სამჯერ მეტი - 16.3% იყო. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ სოფლად მცხოვრებლები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების (კვებითი გასამრჯელო და სხვა) მიზნით მუშაობდნენ, დასაქმებულებად ითვლებიან.

საქსტატის მეთოდოლოგიით დასაქმებულად ითვლება 15 წელზე უფროსი მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს.

თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს.

უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელსაც გამოკითხვის დრომდე შვიდი დღის მანძილზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით არ შეუსრულებია არცერთი საათის სამუშაო.

საქსტატის მეთოდოლოგია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მოთხოვნებს შეესაბამება, თუმცა მომავალში სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმუშევრობის დათვლის უფრო ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლას გეგმავს.

შოთა ტყეშელაშვილი

bm.ge

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

10 ივლისი, 2020 , 18:54

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, „ვისოლი“ უნიქარ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0624 ლარი გახდა

10 ივლისი, 2020 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0624 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14 სართულიანი კორპუსი ააშენა

10 ივლისი, 2020 , 16:33

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია გრადამ დიღომში 210 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი „დიდი დიღომი 4“ ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 11,256

ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში, სრულად იზოლირებულები იქნება სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდება ტესტირება - ნუნუ მიცკევიჩი

10 ივლისი, 2020 , 16:15

მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტ

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა- ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

10 ივლისი, 2020 , 15:45

2019 წლის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა პარლამენტარებ

,,ლელო საქართველოსთვის” სოფელ დიცში არ შეუშვეს, პარტიამ შესაძლოა, პროკურატურას მიმართოს

10 ივლისი, 2020 , 15:45

პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს და ის ფაქტი განიხილეს, რომ სამართალდამცველებმა პარტიის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არ შეუშვეს. გორის ორგანიზაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე