უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 აგვისტო, 2022 13:51
font-size

უნდა დაიშალოს მონოპოლიური და კოროფციული გარემო, რაც საწვავზე ფასებს შეამცირებს - პეტრე ცისკარიშვილი

აქციზის გადასახადი 2017 წლამდე არსებულ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, რაც საწვავზე ფასებს, ლიტრზე დაახლოებით 20 თეთრით შეამცირებს - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

„ჩვენი ეროვნული ვალიტა სხვადასხვა მიზეზების გამო, გამყარდა, დაახლოებით 3.15-3.20-დან ჩამოვიდა – 1 დოლართან მიმართებაში – 2.70-მდე, საწვავი ფასი კი მაინც არ იაფდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ 2016-2017 წლებში „ოცნების“ ხელისუფლებამ გააორმაგა ბენზინზე აქციზის გადასახდელი. 2012 წელს, როდესაც მათ ხელისუფლება გადაიბარეს, ბენზინი იყო ორჯერ იაფი, ბენზინზე აქციზის გადასახადი იყო ორჯერ იაფი, ხოლო დიზელზე აქციზის გადასახადი იყო 2,5-ჯერ იაფი. დღეს მაგალითად დიზელის ფასი, როდესაც ფიქსირდება 4,27-4 ლარი და 30 თეთრი დაახლოებით აქ ჩადებული არის 50%-მდე მარჟა, სინამდვილეში კი, ის ნორმალურად რომ მუშაობდეს და კარტერული შეთანხმება არ ჰქონდეს ბიზნესებსა და კონკრეტულ კომპანიებს, დიზელის საწვავი უნდა იყოს დაახლოებით 70-75 თეთრით იაფი, ანუ სადღაც 3,50-3,55-ის ფარგლებში. ამხელა მოგებაზე მუშაობენ, რადგან თავადაც დიდი მადა აქვთ ამ კომპანიებს და ასევე თანხები ყოველ ლიტრზე, გარკვეული – 15, 20, 25 თეთრი გააჩნია კომპანიას, შეთანხმებას, კლანს, ცხადია, უჩა მამაცაშვილის კლანი არის ამ საქმეში ყველაზე აქტიური, მიდის იქ. აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არის ბენზინი და დიზელი ასე ძვირი.

ჩვენი პარტიის ინიციატივაა, რომ აქციზის გადასახადის დაბრუნდეს 2017 წლამდე არსებულ ნიშნულზე, რაც მომენტალურად შეამცირებს საწვავის ფასს დაახლოებით 20 თეთრით ლიტრზე; ასევე ქვეყანაში შეიქმნას საწარმოო სიმძლავრეები ნავთობპროდუქტების გადასამუშავებლად, რაც საწვავის ფასს გააიაფებს 20-25 თეთრით; ასევე უნდა დაიშალოს მონოპოლიური და კოროფციული გარემო“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი