უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2017 12:00
font-size

უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომელიც გვაქვს 14-წლამდე მოზარდებში დანაშაულის ზრდის კუთხით - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო პერიოდში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტებმა მანდატურის სამსახურისა და საპატრულო პოლიციას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება დააყენა. ამის შესახებ მან დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2010 წელს შექმნილი რეფერირების სისტემა არაეფექტურია და გარდაქმნას საჭიროებს.

„ბოლო ტრაგიკული შემთხვევების შემდგომ, ჩვენ საკმაოდ კონცენტრირებულად ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულებით და როგორც ჩანს, არის გარკვეული სტრუქტურული პრობლემები, რომლებზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეფექტიანობის გაზრდის კუთხით რეფორმირებას საჭიროებს მანდატურის სამსახური. უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის. აბსოლუტურად ვერ მუშაობს ეფექტურად რეფერირების სისტემა. არადა, რეფერირების სისტემა არის ის კომპონენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს იმ არასრულწლოვნებზე, რომლებიც რესოციალიზაციაც არის საჭირო უმოკლეს ვადაში. 2010 წლის შემდეგ, როდესაც რეფერირების სისტემა შეიქმნა, ამ კომისიაში მხოლოდ 39 მიმართვა დაფიქსირებული და ისიც ნახევარი ოჯახის წევრების მიერ. შესაბამისად, სკოლა-პანსიონების სისტემა, რომელიც მოშლილია ქვეყანაში და ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი - სამტრედიაში, ეს კომპონენტიც განათლების სამინისტროსთან ერთად საჭიროებს რეფორმას“, -თქვა მინისტრმა.

მისი შეფასებით, პრობლემურია მოზარდებში ძალადობის გამოვლენის მომენტი.

„ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენი საზოგადოება აღმოჩნდა, ხაზგასმით დაგვანახა ის პრობლემა, რომელსაც დღეს ჩვენ შევხვდით და ეს არის არასწრულწლოვნებში ძალადობის გამოვლენის მომენტი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 1-ელ იანვარს, გარკვეული შედეგები გამოიღო. რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ისეთი შედეგები, როგორიც არის განრიდების პირობებში რეციდივის მხოლოდ 9%-ის შემთხვევები. უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომელიც გვაქვს 14-წლამდე მოზარდებში დანაშაულის ზრდის კუთხით, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიც არის ქურდობა“, -თქვა მინისტრმა.

ანა მებურიშვილი

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა