უახლესი ამბები
- 24.01.2021 10:52ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
- 24.01.2021 10:46ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
- 24.01.2021 10:29დღის კალენდარი _ 24 იანვარი
არქივი
კომენტარი


უნდა დაველოდოთ კახა კალაძის გადაწყვეტილებას - ირაკლი ლექვინაძე
ახალ გუნდში ყოფნასთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი კახა კალაძესთან ჯერჯერობით არ მქონია, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ შესაბამისი კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, კახა კალაძესთან საუბარი სხვადასხვა თემატურ საკითხებზე და თბილისის მერიაში მიმდინარე პროექტებზე შედგა.
„ახალი ადმინისტრაცია 12 ნოემბრიდან დაიწყებს მუშაობას. თუ ვინ იქნება განახლებულ გუნდში, ბუნებრივია, ამის გადაწყვეტილებას იღებს არჩეული მერი ბატონი კახა კალაძე. მისი პრეროგატივაა თუ რა გუნდს შეარჩევს იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლის გამოწვევის წინაშეც დღეს დგას თბილისის მერია. ბუნებრივია, უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას.
ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა თემატურ საკითხებზე, რომელიც თბილისის მერიაში მიმდინარე პროექტებს შეეხებოდა. ახალ გუნდში ყოფნასთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი ჯერჯერობით არ გვქონია. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დაველოდოთ ბატონი კახას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის მერიაში განახლებულ გუნდს ეხება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
23 იანვარი, 2021 , 17:10

სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - ანა დოლიძე
21 იანვარი, 2021 , 17:10

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
20 იანვარი, 2021 , 15:40
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40