უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ოქტომბერი, 2017 23:16
font-size

უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, მათი გულები - გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენ ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება არ იყოს ყველასთვის საჯარო, იმისათვის რომ ეს პრობლემა საბოლოოდ გადაწყდეს, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთაში შეკრებილ დევნილებს, სადაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარადგინა.

მთვარობის მეთაურის თქმით, მცხეთაში 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით კორპუსების მშენებლობა დაიწყო.

„მცხეთაში 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების კორპუსების მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტი, მომავალი წლის სექტემბრამდე დასრულდება და ამით მცხეთაში, დევნილთა განსახლების პრობლემა მნიშვნელოვნად გადაიჭრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს დევნილებს მისცემს ღირსეულ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას.

აქვე მინდა მივესალმო ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან სხვადასხვა დასახლებებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის უდიდესი ტკივილი, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება არ იყოს ყველასთვის საჯარო, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ გადაწყდეს. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ, უნდა გავაერთიანოთ სიყვარულით, ეკონომიკური განვითარებით და ასევე, ეფექტური საგარეო პოლიტიკით ჩვენი მეგობრების დახმარებით; მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, მათი გულები, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და მე ერთი წამით, იოტისოდენა ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ და განვახორციელებთ ყველა თქვენგანთან ერთად, რა თქმა უნდა, ღმერთის შეწევნით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი