უკან
საზოგადოება
22 მაისი, 2018 12:15
უნდა გათავისუფლდეს ის 3 ათასი უდანაშაული პატიმარი, რომელიც ,,ოცნების“ დროს წავიდა ციხეში - პაატა საბელაშვილი
უნდა გათავისუფლდეს ის 3 ათასი უდანაშაული პატიმარი, რომელიც ,,ოცნების“ დროს წავიდა ციხეში, - აცხადებს მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრი პაატა საბელაშვილი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საუბრისას.
"სასწრაფოდ, უნდა განახლდეს იმ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად. აუცილებლად უნდა შეწყდეს საუბარიც კი, იუსტიციის სამინისტროს მილიგრამების კანონპროექტზე, რომელიც არ ემსახურება სიტუაციის გაუმჯობესებას", - აცხადებს საბელაშვილი.