უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ივნისი, 2017 15:40
font-size

უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ძალოვანმა უწყებებმა აღარ დააშანტაჟონ ადამიანები მარიხუანის გამო - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობა მუშაობს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე. მისი თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად შეასრულებს, რომელიც გულისხმობს მარიხუანის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას.

„საზოგადოებამ უნდა გაიგოს მყარად და მკაფიოდ - უმრავლესობას გვაქვს აზრი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, მაგრამ ამპლიტუდა მიდგომების განსხვავდება დეპუტატებს შორის. ამიტომ, ველოდებით ახალ პაკეტს, რომელიც ჩამოაყალიბებს ახალ მიდგომებს სახელმწიფოში. ნურავის ექნება ილუზია, ამ კანონს მივიღებთ და ლიბერალიზაციის ისეთი ხარისხი შემოვა, რომ პასუხი არავის მოეთხოვება. არსებობს საჯარიმო სანქციები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. პაკეტი, რომელიც მზადდება, ითვალისწინებს საკმაოდ სერიოზულ შეზღუდვებს, მათთვის ვინც არის დამოკიდებული მარიხუანაზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატის თქმით, პრევენციული ზომებია მისაღები, რათა პოლიციელებმა აღარ დააშანტაჟონ მოქალაქეები ნარკოტიკის მოხმარების გამო.

„უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ძალოვან უწყებებს არ ჰქონდეთ ცდუნება, რომ ამით დააშანტაჟონ და მოახდინონ ზეწოლა ადამიანებზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტს.

ანა მებურიშვილი

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში - ბიძინა ივანიშვილი

30 ოქტომბერი, 2020 , 21:06

მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომ

მიღებულია შესაბამისი ზომები არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად - ნათია მეზვრიშვილი

30 ოქტომბერი, 2020 , 19:06

საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო მთავარი თემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის, ეროვნული

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

30 ოქტომბერი, 2020 , 17:30

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელიც საფრანგეთს პარლამენტის მაღალი რანგის საჯარო მოხელეებითა და საერთაშორისო ექსპერტებისგან შედგება, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა წინასაარჩევნო გარემო. "ვისაუბრ

პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე - ირაკლი კობახიძე

30 ოქტომბერი, 2020 , 16:35

პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში,-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფ

„ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი, 2020 , 16:20

იმის გამო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და უკვე გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიცია ამჯერად არ დასჭირდება და იმედი, მაქვს, რომ 2024 წელს ოპოზიცია ცოტა გო

საკმარისი დამკვირვებლები გვყავს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ სადამკვირვებლო მისიის აღსრულებაში - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი, 2020 , 15:25

“ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, ბრიუსელში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, პირადად ვესაუბრებოდი როგორც ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ასევე კომისიის წევრებს, რომ მაქსიმალური რაოდენობა დამკვირვებლებისა ჩამოსულიყო საქართველოში და ი