უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 აგვისტო, 2020 17:22
font-size

უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია - ეს ის პრობლემაა, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით - გიორგი გახარია

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ, მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე, აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ერთიან, გამთლიანებულ ქვეყანაში იცხოვრონ.

„მოგესალმებით კუთხიდან, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც. აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ დღეს 28 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. საერთოდ, აგვისტო მძიმე თვედ დაგვებედა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენი დევნილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და ერთიან, გამთლიანებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მიზანმიმართულობით, ერთიანობით, რა თქმა უნდა, ჩვენი შრომით და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა და შეთანხმება - დავით ბაქრაძე

22 სექტემბერი, 2020 , 14:15

ვერავინ ვერაფერს ვერ აიძულებს „ევროპულ საქართველოს“. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ჩვენ ვართ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და

“ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ ღვარძლიანი და ბოღმიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი”- „ევროპული საქართველო“ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს აცხადებს

22 სექტემბერი, 2020 , 12:20

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს უწ

რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისთვის? - რომან გოცირიძე

21 სექტემბერი, 2020 , 17:15

“რა არის ამაში გასაკვირი, რომ ვიბრძვით მაქსიმალური შედეგებისთვის? თუ ეს არ იქნა მიღწეული, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კოალიციის შექმნა, აბა, ივანიშვილს ხომ არ დავტოვებთ ხელისუფლებაში?“,    &nb

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი მისი მძიმე წარსულია - არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი, 2020 , 17:15

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი მისი მძიმე წარსულია და ამას ვერანაირი ბოდიში ვერ უშველის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქ

ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები - მიხეილ სააკაშვილი

21 სექტემბერი, 2020 , 16:53

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიმართავს. „მინდა, მივმართო კო

უნდა შეიცვალოს ნაცების მიერ შემუშავებული საარსებო მინიმუმი - ბექა ნაცვლიშვილი

21 სექტემბერი, 2020 , 16:25

შესაძლებელია უფრო მაღალი პენსიების გაცემა, შესაძლებელია მაღალი შემწეობის გაცემა და ერთხელ და სამუდამოდ აუცილებელია მინიმალური ხელფასის დაწესება, რომელიც საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება. ჩვენი და მეცნიერების გათვლით, საარს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.