უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 სექტემბერი, 2020 16:25
font-size

უნდა შეიცვალოს ნაცების მიერ შემუშავებული საარსებო მინიმუმი - ბექა ნაცვლიშვილი

შესაძლებელია უფრო მაღალი პენსიების გაცემა, შესაძლებელია მაღალი შემწეობის გაცემა და ერთხელ და სამუდამოდ აუცილებელია მინიმალური ხელფასის დაწესება, რომელიც საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება. ჩვენი და მეცნიერების გათვლით, საარსებო მინიმუმი 182 ლარის ნაცვლად, უნდა იყოს 386 ლარი- აღნიშნული განცხადება პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა მთავრობის კანცელარიასთან გააკეთა, სადაც მთავრობის სახელზე მეცნიერებთან ერთად შემუშავებული საარსებო მინიმუმის ახალი მეთოდოლოგია შეიტანა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2003 წელს, შემუშავებული მეთოდოლოგიით სარგებლობენ.

„უნდა შეიცვალოს ნაცების მიერ შემუშავებული საარსებო მინიმუმი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავტოვეთ უმრავლესობა, რადგან გარდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემისა, სოციალური მიმართულებით არაფერი რეალურად არ შეცვლილა ქვეყანაში.

თუ შენ სოციალური ორიენტირი არ გაქვს სწორი და თუ საზოგადოებას ატყუებ და ეუბნები, რომ იცი რა 182 ლარია საარსებო მინიმუმ და შენს პენსიას 220 ლარს გავხდი, ეს არის სწორედ შედეგი იმისა, რომ ადამიანები ცხოვრობენ სოციალურ სიდუხჭირეში.

შესაძლებელია უფრო მაღალი პენსიების გაცემა, შესაძლებელია მაღალი შემწეობის გაცემა და ერთხელ და სამუდამოდ აუცილებელია მინიმალური ხელფასის დაწესება, რომელიც საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება. ჩვენი და მეცნიერების გათვლით, საარსებო მინიმუმი 182 ლარის ნაცვლად, უნდა იყოს 386 ლარი. აქედან გამომდინარე მივმართავ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიხედოს და სოციალური პოლიტიკა დაეკისროს სწორედ ამ ციფრებს, 386 ლარს. რათქმაუნდა ეს მონაცემები კვარტლიდან კვარტლამდე იცვლება.

მეთოდოლოგია გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ 50 000-ით უნდა გაიზარდოს საარსებო მინიმუმი, შემდეგ ამას მოჰყვება პენსიების ზრდა და რაც მთავარია, მინიმალური ხელფასის დაკავშირება საარსებო მინიმუმთან. მინიმალური ხელფასის ზღვარი შეტანილი გვაქვს, რომელიც სამწუხაროდ დარგობრივმა კომიტეტმა ჩააგდო, ახლა ველოდები რომ იქნებ კეთილი ინებონ და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილოს. არ შეიძლება ღარიბი დასაქმებულები გყავდეს ქვეყანაში. არ შეიძლება ადამიანი მუშაობდეს სრულ განაკვეთზე და ანაზღაურება ჰქონდეს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რა არის ტყუილი, რა არის მართალი, რათა გვქონდეს რეალური პოლიტიკური ორიენტირები, რომ პოლიტიკა ორიენტირებული იყოს შინაარსზე და არა რაღაც სისულელეებზე,"-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ