უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 დეკემბერი, 2018 14:20
font-size

უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო თავიდან ბოლომდე, რომ ის არ იყოს ტოტალური კონტროლის, დაშინების მექანიზმი - გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები კიდევ ერთხელ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს.

ვაშაძის ინფორმაციით, პირველ რიგში, სასამართლოში შესატანად ამზადებენ სარჩელს, რათა მოითხოვონ არჩევნების შედეგების გაბათილება.

ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემაზე მსჯელობის მიზნით კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვამზადებთ სასამართლოში სარჩელს იმისთვის, რომ გაუქმდეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რადგან ეს იყო ნების გამოხატვაზე ტოტალური ზეგავლენის პირდაპირი ნათელი მაგალითი. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებთან, რაც არის მთავარი ფუნდამენტი ნებისმიერი არჩევნების, არაფერი საერთო არ ჰქონდა იმას, რაც ქვეყანაში ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რადგან ვფიქრობთ, რომ სრულიად განსხვავებული არის პოლიტიკური გარემო ამ ე.წ. არჩევნების შემდეგ. აქვე, გვინდა, დავაზუსტოთ, რომ ვითხოვთ, რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებას, რისთვისაც ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, გვიხარია, რომ ამ მოთხოვნას იზიარებს სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი.

უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო თავიდან ბოლომდე, რომ ის არ იყოს ტოტალური კონტროლის, დაშინების მექანიზმი, არამედ იყოს გარანტი იმის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის უფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს კომპლექსური ცვლილებები და შეთავაზებები, რომლის განხილვასაც დავიწყებთ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ „ქართულ ოცნებასთან,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, კანონში უნდა ჩაიდოს ამკრძალავი ნორმები საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, რათა ისინი არჩევნების პერიოდში პარტიულ წარმომადგენელს არ გაუთანასწორდნენ.

ოპოზიციის წინადადებაზე დასათანხმებლად ვადა ხელისუფლებას, 16 დეკემბრამდე აქვს.

საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა

13 აპრილი, 2021 , 15:40

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი

12 აპრილი, 2021 , 17:40

რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარ

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი, 2021 , 16:35

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რ

მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

12 აპრილი, 2021 , 15:30

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. "ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი, 2021 , 15:30

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხად