უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 თებერვალი, 2017 14:35
font-size

უნდა შემოვიყვანოთ უცხოელი მოსამართლეების ინსტიტუტი - გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო პლატფორმამ - „ახალი საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია გამარათა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ის რეფორმები, რომელიც „ახალი საქართველოს“ აზრით კონსტიტუციაში უნდა განხორციედეს.

განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციების კონსტიტუციით განსაზღვრა, სასამართლო რეფორმა და უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, პროკურატურის გარდაქმნა დამოუკიდებელ საკონსტიტუციო ორგანოდ, ახალი რეგულაციების შემოღება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხში და სხვა.

„ახალი საქართველოს“ ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის აზრით, კარგი იქნება თუ ქვეყანაში უცხოელი მოსამართლეების ინსტიტუტი იქნება შემოღებული.

ვაშაძის განმარტებით, უცხოელი მოსამართლეები საოლქო დონეზე უნდა დაინიშნონ და მათ უნდა დაევალოთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, როგორებიც არის ადამიანების უფლებები და თავისუფლებები, პოლიტიკასთან კავშირში მყოფი საქმეები და ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის არსებული დავები.

„იმ რეალობიდან გამომდინარე რაც დღეს ქვეყანაში არის, რა უბედურ დღეშიც არის სასამართლო სისტემა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის შემოვიყვანოთ უცხოელი მოსამართლეების ინსტიტუტი საოლქო დონეზე და ამ მოსამართლეების მეშვეობით მივიღოთ გადაწყვეტილება ისეთ მნიშვენლოვან საკითხებზე, როგორიც არის პირველი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, სიტყვის გამოხატვის უფლება, ადამიანის პიროვნული უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული. მეორე, პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული საქმეები და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია დავები ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის“,-აღნიშნა ვაშაძემ.

რაც შეეხება პროკურატურაში განსახორციელებ რეფორმას, ვაშაძის აზრით, საგამოძებო უწყება დამოუკიდებელ საკონსტიტუციო უწყებად უნდა ჩამოყალიბდეს.

„პროკურატურა არ უნდა იყოს არც აღმასრულებელი, არც სასამართლო და არც საკანონმდებლო ხელისუფლების ვერტიკალის ქვეშ. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო უწყება, რომელსაც გამოძიების უფლება არ ექნება, ანუ მოხდება პროკურატურიდან ძალაუფლების დეკონცენტრაცია. ასე ჩვენ ფუნდამენტურად შევცვლით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს და ადამიანი ხვალ არ გვკითხავს, სად არის სამართლიანობა, სად არის კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი მოსამართლე“,-აღნიშნა ვაშაძემ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ აღნიშნულ საკითხებზე „ახალი საქართველო“ კონსულტაციებს რამდენიმე თვის განმავლობაში უცხოელ ექსპერტებთან მართავდა.

მონიკა დავლიანიძე

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი