უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
არქივი
პოლიტიკა
უნდა ვიფიქროთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად - იანოშ ჰერმანი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოც მონაწილეობდეს დებატებში ევროკავშირის მომავლის თაობაზე, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" სიტყვით გამოსვლისას.
"ევროკავშირში მიდის დებატები გაერთიანების მომავალზე, ინტეგრაციის საკითხებზე, გაფართოებაზე. ეს დებატები ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური გახდა. ევროკომისიისთვის და ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოც მონაწილეობდეს ამ დებატებში",- განაცხადა ჰერმანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ვალდებულებაა არა მარტო დაინახოს, არამედ აღიაროს ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს.
"ამავე დროს უნდა ვიფიქროთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ფიქრს იმაზე, რა გავაკეთეთ, რას მივაღწიეთ და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში",- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ნინო ექვთიმიშვილი