უკან

პოლიტიკა

12 იანვარი, 2019 12:55
font-size

უნდა ვიმსჯელოთ ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ - ირაკლი კობახიძე

„უნდა ვიმსჯელოთ ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომ ცილისწამების შესახებ მიღებული უნდა იყოს კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.

კობახიძის თქმით, ამ პრობლემას სჭირდება ანალიზი და მსგავსი კანონის შემუშავებაზე ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა საუბარი.

„აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა არის სახეზე. ხომ ყველა ვხედავთ ამ პრობლემას, აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად როგორც სატელევიზიო სივრცეში, სოციალური ქსელებით, ასევე სხვა ფორმით. სამწუხაროდ, ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას, ჩვენი საზოგადოების კულტურას.

ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს იმ სურათიდან, რომელსაც ხან ქმნის მედია, ხანდახან სოციალური ქსელები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ. აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი“, – განაცხადა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ცილისწამების შესახებ მიღებული უნდა იყოს ისეთი კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.

საკვანძო სიტყვები:

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია - ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 , 15:45

მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ბიძინა ი

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

17 ივლისი, 2019 , 12:15

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგი

„ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება“ - გიორგი ვაშაძემ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

16 ივლისი, 2019 , 15:30

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიან გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი

16 ივლისი, 2019 , 15:10

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, დადგენილებით მიიღებს. რ

ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა - სალომე ზურაბიშვილი

13 ივლისი, 2019 , 13:18

საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში

20 ივნისს შსს-ს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებების გადამეტებას გენერალური პროკურატურა იძიებს -ანრი ოხანაშვილი

13 ივლისი, 2019 , 12:40

ლოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებათა გადამეტებას, თუ სხვა ქმედებების ჩადენას, შსს ვერ გამოიძიებს იმიტომ, რომ გაჩნდება კითხვის ნიშნები. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს